ახლახან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში, წმიდა მარინეს სახელობის ეკლესიაში, ნაკაიძეების გვარის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქ დაასვენეს ღვთისმშობლის ხატი.
მამა იოსებ ნაკაიძემ დალოცა ნაკაიძეები.
ბახვის წმიდა მარინეს ეკლესია, ამერიკაში მცხოვრებმა ნაკაიძეებმა ააგეს. მათი გვარი ათი წლის წინ საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქმა აკურთხა.
_ეს იყო ძალზე ემოციური, თბილი შეხვედრა. პანდემიის პირობებში მეტად ვერ მოხერხდა, თუმცა ამითაც ბედნიერი და კმაყოფილი დავრჩით. ბევრმა უფრო ახლოს გავიცანით ერთმანეთი. სამომავლოდ უფრო მასშტაბურ შეხვედრაზე ვფიქრობთ, როცა პანდემიისგან სრულად გავთავისუფლდებით. ბედნიერი ვარ, უდიდეს მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს. ღვთისმშობლის ხატი ახლა ჩემტან, ნატანებში, ჩემს ოჯახში დავაბრძანეთ, სადაც ერთი კვირის მანძილზე იქნება, – გვითხრა ნატანების მკვიდრმა, ქალბატონმა მაია ნაკაიძემ.