ოზურგეთში, სოფელ ვაკიჯვართან ხანძრის ქრობითი სამუშაოები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლოკალიზებულია.
პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, რომლებმაც ცეცხლის კერებზე წყალი უკვე 20-ჯერ დაასხეს.
ადგილზე იმყოფება 120-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს ხანძრის ადგილას დრონით გადაღებულ კადრებს, რასაც „გურია ნიუსი“ გთავაზობთ.