დედამიწის ატმოსფერო ამჟამად უფრო მეტ ნახშირორჟანგს (CO₂) შეიცავს, ვიდრე კაცობრიობის ისტორიის ნებისმიერ დროს. სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერების ცნობით, პირველად ისტორიაში, CO₂-ის ყოველთვიურმა საშუალო დონემ მილიონზე 430 ნაწილს (ppm) გადააჭარბა.
2025 წლის მაისის საშუალო მაჩვენებელმა 430.2 ppm-ს მიაღწია – ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 67 წლის წინ ზუსტი გაზომვების დაწყებიდან, იტყობინება Daily Mail.
რაც უფრო მეტი CO₂-ია ატმოსფეროში, მით უფრო სწრაფია გლობალური დათბობის ტემპი, რამაც საბოლოოდ შეიძლება დედამიწის ზედაპირი ადამიანის სიცოცხლისთვის ზედმეტად ცხელი გახადოს. მნიშვნელოვნად მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში, CO₂-მა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მთელი რიგი პრობლემები. საგანგაშო ეფექტები მოიცავს კოგნიტურ დაქვეითებას, ძილიანობას, გულისრევას და, უკიდურეს შემთხვევაში, სიკვდილსაც კი.
„კიდევ ერთი წელი, კიდევ ერთი რეკორდი. სამწუხაროა“, – განაცხადა სკრიპსის ინსტიტუტის CO₂ პროგრამის დირექტორმა.
სხვა სათბურის გაზების მსგავსად, CO₂ საბნის მსგავსად მოქმედებს, იჭერს სითბოს და ათბობს ქვედა ატმოსფეროს. ეს ცვლის ამინდის პირობებს და ხელს უწყობს ექსტრემალურ მოვლენებს, როგორიცაა სიცხის ტალღები, გვალვები, ხანძრები, ძლიერი წვიმები და წყალდიდობები.






























































