საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში ალიკანტეში შეიკრიბა. დღეს, 7 ოქტომბერს ვილი სანიოლის გუნდი პირველ ვარჯიშს ჩაატარებს.
სანაკრებო პაუზის ფარგლებში, ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს. 11 ოქტომბერს ნაკრები ესპანეთს ელჩეში დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს – თურქეთს ვესტუმრებით.
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში 25 ფეხბურთელია გამოძახებული. ყვითელი ბარათების დაგროვების გამო ესპანეთთან შეხვედრას ლუკა ლოჩოშვილი გამოტოვებს.




































































