გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ განახლებულ ცნობებს აქვეყნებს.
როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, 22 მარტს ქუთაისში მცირე ნალექი იქნება. დღისით +18 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. იწვიმებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +20 გრადუსსა და ნალექს პროგნოზირებენ, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში +18 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, მოსალოდნელია წვიმა. ღამით +11 იქნება. მცირე ნალექია მოსალოდნელი სოხუმში, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვაა მოსალოდნელი. დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამითაც +2 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმას ვარაუდობენ ჭიათურაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ახალციხეშიც. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია ნავარაუდები. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
გორში იწვიმებს. დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ცხინვალშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში. +5 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღეა ნავარაუდევი ომალოშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამე კი -3 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. +10 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6-მდე დაიწევს.
რუსთავში დროგამოშვებით იწვიმებს. მოსალოდნელია ძლიერი ქარი. +9 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +5 გრადუსი. მცირე ნალექს პროგნოზირებენ თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.