ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გათამაშების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელში, კერძოდ კი metromoney-ს გვერდზე, ასევე „ ტრანსპორტი კომპანია თბილისი“ ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა”,_ ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.