https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნამდვილი ამბავი (პირველი ნაწილი)

13:11; 9.11.2017
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

1909 წელი.

კირილე ჩავლეიშვილის ქვის სვეტებზე წამოსკუპებული წაბლის ოდა-სახლი სოფელ #-ის შუაგულში, ღელის ნაპირას იდგა. სახლს წინ მწვანე ბალახით დაფარული ეზო ჰქონდა, მსხლის და ატმის ხეხილით და თხემლაზე ასული ადესათი. უკან მაღალი წიფლები იზრდებოდა, იმის იქით კი სიმინდის პატარა ყანა იყო გაშენებული. სახლს გვერდით ძველისძველი, მაგრამ ჯერ კიდევ მაგარი ნალია ედგა, მის გვერდით ქუხნა, ქუხნის უკან კი პატარა სამჭედლო.

კირილე ჩავლეიშვილი საშუალო ტანის, ძარღვიანი, ჭაღარა კაცი, დიდი აპრეხილი ულვაშით, საშუალო შეძლების გლეხად ითვლებოდა. რუსეთ-თურქეთის ბოლო ომში ნაომარი, ფელდფებელი, იქიდან ორი გიორგის ჯვრითა და ფეხში დაჭრილი – ,,ომში დაპკოლებული” – დაბრუნდა. ეს ჭრილობა 1877 წლის ოქტომბერში ბათუმის მიმართულებით უძნელესი და სისხლიანი შეტევისას მიიღო. მაშინ მისი ბევრი თანასოფლელი დაიღუპა და დაიჭრა. კირილე ხშირად იხსენებდა, თუ როგორ გამოუცხადა უფროსობამ, რომ მათთვის სულ ექვსი გიორგის ჯვარია გამოყოფილი და შენ თავად აირჩიე, ვის დააჯილდოებო, არადა მის დაქვემდებარებაში თოთხმეტი კაცი იყო. მაშინ შტაბში მყოფმა ქართველმა გენერალმა ჩაულაპარაკა: ,,მაგრად დადექი ბიჭო და ყველასათვის მიიღებ ჯვრებსო”. მართლაც, კირილემ ჯვრები უკლებლივ ყველასთვის მოითხოვა და მიიღო კიდევაც.

კირილე ადრე დაქვრივდა, მეუღლე პოლინა ჭლექისაგან გარდაეცვალა. ქალის მოყვანა, თუმცა კი მსურველი მრავლად იყო, არც კი უფიქრია. ,,ძნელია სახლის მოვლა, ბაღნების გაზრდა, ყოლიფერი მარტუაი ერ კაცს რომ დააწობა”, ამბობდნენ მეზობლები. კირილეს ბიჭები შალვა და ვასილა რომ წამოიზარდნენ და ,,გამოისკვინჩენ”, უფლება-მოვალეობები მათზეც გადანაწილდა. ამასთან ერთად კირილემ მჭედლის ხელობა შეასწავლა შვილებს, მომავლიზა გამოგადგებათო.

ჩავლეიშვილი ავტორიტეტით სარგებლობდა სოფელში, ხშირად სადავო საკითხებში მედიატორის როლსაც ასრულებდა. ის ლოიალურად იყო განწყობილი იმ რევოლუციური მოძრაობისადმი რომელიც მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი, გურიას რომ მოედო. რევოლუციის დამარცხების შემდეგ მთავრობასთან დაპირისპირებული და ფირალად გავარდნილი თანასოფლელებიც შეუფარებია. მიუხედავად ამისა, კირილე პოლიტიკური საქმიანობიდან განზე იდგა და საკუთარი შვილებსაც შეძლებისდაგვარად არიდებდა თავზე დამტყდარ პოლიტიკურ ქარტეხილებს. პირველი რევოლუციის დროს შალვა თხუთმეტის, ვასილა კი ცამეტი წლის იყო. მაშინ ოზურგეთის მაზრაში ჩამოყალიბებულმა გლეხთა პირველმა კომიტეტმა მათი წლოვანების ბიჭებს მასიურად დაურიგა იარაღი. თუ გავითვალისწინებთ გურულების დამოკიდებულებას იარაღისადმი, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა ამბები ტრიალებდა იმდროინდელ გურიაში. შეიარაღებული მოზარდები აქეთ-იქით გახელებულები ისროდნენ და გაფაციცებით ეძებდნენ რევოლუციის მტრებს.

იმ დღეს ჩავლეიშვილების ოდის ეზოში მეზობლების და ნათესავ-ახლობლების თავყრილობა იყო. ისმოდა ხმამაღალი შეძახილები, ლაპარაკი.

-გაგიგია ამფერი ამბავი? ყაზახებს ისთე გუულახავთ მაი ბაღნები რომე ძვალი ცაკე აქთ და რბილი ცაკე!

-ა, ბატონო, მიეხასიათა რუსებს და ბიჭეფს სიგძე სიგანეთ მუუქციეს!

სოფლელების აღშფოთება რამდენიმე დღით ადრე ბათუმში მომხდარ ინციდენტს მოჰყვა. კირილეს საპორტო ქალაქში სურსათის პატარა მაღაზიის გახსნა სურდა. ამ საქმეში მისი მეუღლის ბათუმელი ნათესავიც იყო ჩართული. საქმის გასაცნობად, მოსალაპარაკებლად და მოსაგვარებლად კირილე შვილებს გზავნიდა, ჯერ ერთი, საქმეს აჩვევდა და მეორეც, არიდებდა სოფელს. იმ დღეს შალვას და ვასილას ბათუმის ბულვარზე შექეიფიანებული რუსი გენერალი მხლებელითურთ შეხვედრია. გენერალმა ბიჭები გააჩერა და თვალები დაუბრიალა: -ჩესტი რატომ არ ამიღეთო! ჩვენ რანაირი სამხედროები ვართ, ჩესტი რომ აგიღოთო, -უპასუხნიათ ბიჭებს. -მერე რა, მე ვარ სამაგიეროდ სამხედრო, ყველას თქვენი უფროსი და უნდა პატივი მცეთო! არ ცხრებოდა გენერალი. პატივს რავა არ გცემთ, მარა, ჩვენი უფროსი მაინც არ ხარო,-უთქვამს შალვა ჩავლეიშვილს. -როგორ ესაუბრები მის აღმატებულებასო, საუბარში ერთ-ერთი ოფიცერი ჩაერია და მოულოდნელად შალვას სილა გააწნა. გარტყმა ასე არ უნდაო და უმცროსი ძმის გამოქნეული მუშტი ოფიცერს პირდაპირ ყბაში მოხვდა, შეზარხოშებულმა ოფიცერმა ერთი კი ამოიკვნესა და მიწაზე გაიშხლართა. ამის შემდეგ კი საქმეში კაზაკები ჩაერივნენ, რომლებიც რიცხობრივად ორჯერ მეტნი მაინც იყვნენ და ცემით ლამის სიკვდილის პირას მიიყვანეს ძმები. ნაცემი ბიჭები იქვე ქუჩაში დაყარეს. ამ ამბავს შემთხვევით შეესწრო ბათუმში მცხოვრები მათი თანასოფლელი ექიმი, რომელმაც ძმები მოასულიერა, რამოდენიმე დღე საკუთარ სახლში გააჩერა, შემდეგ კი მათთან ერთად მატარებლით სოფელში გაემგზავრა.

-ჩვენ რომ აფერს ვჩივით, იმიზა დაგვასხდნენ თავზე ღორის ტილივით!-გაჰყვიროდა ძმების თანატოლი ნიკოია.

-წახვალ და უჩივლებ სუდში, თუ რა, აქეთ შენ გაგამტყუნებენ და სულს ამოგაძრობენ!

-აბა, მაი უნდა შევარჩინოთ მაგ ჯალაბგადათრეულს?

-ა, ძამა, აგი ვართ გურულები,-ეუბნებოდა მოხუცი თეოფილე მის გვერდით მდგომ მისავე წლოვანების მეზობელს,-სული გვაქვენ ცხვირში, გურული თუ გაკუჭტა, მტრისას, მარა ისიც კაი თვისებაა, რომ დამშვიდება ვიცით მალევე.

-აქოური ტაროსივით ვართ,-დაეთანხმა მეზობელი.

-დასურ, გულის მოსლა დიდხანს რომ გაგვწეოდა, ისთე ამოვჟლეტდით ყველას და ერთქამეთს, რუმ გურიაში კი არა, დუნიაზე არაკაცი არ დარჩებოდა.

-მეზობლებო, დაწყნარდით, მაღალი ღმერთი ხედავს ყოლიფერს და შეაჩვენებს მაგ წუწკსა და გადმოთრეულს,-აწყნარებდა აღელვებულ ხალხს თმებშევრცხლილი ნამეტია.

-ნამეტია ბიცოლა, სანამ მაღალ ღმერთამდე მივა აი ამბავი, აქანე შეიძლება კაცის ჭაჭანება აღარ იყოს და სდიე მერე კუდში მაგ რუსს!

-ჩევიდეთ ბათუმში, მოვნახოთ მაი გენერალი და გავაძროთ ტყავი!-არ ცხრებოდა ნიკოია.

-ძამია, ფრთხილად იყავი თვარა, ამ სიტყვების გულობიზა, ბათუმამდე ვერც შენ ჩააღწევ და ვერც შენი ტყავი,-უთხრა შალვას მეგობარმა კიკიამ.

ამ სიტყვებმა სიცილი გამოიწვია, ნიკოიამ ერთი შეუბღვირა და კიკიაზე გაიწია, მაგრამ მის ანთებულ თვალებს რომ შეხედა, უკან დაიხია.

ყაყანი და გაცხარებული ბჭობა დიდხანს გაგრძელდებოდა ოდიდან ექიმი, დათა დოხტურს რომ ეძახდნენ, კირილესთან ერთად, რომ არ გამოსულიყო.

-დაწყნარდით და წაით სახლებში, ბიჭებს მოსვენება სჭირიათ,-ექიმი ხალხთან მივიდა. იგი სოფლიდან დიდი ხნის წასული იყო, რუსეთში დაამთავრა სამედიცინო სასწავლებელი, იქვე მუშაობაც დაიწყო, მაგრამ შემდეგ, როგორც თვითონ იძახდა, ჰავა და მაგენის წეს-ჩვეულებები ვერ ავიტანეო და ბათუმში გადავიდა სამუშაოდ. ბოროტი ენები კი ამბობდნენ, რომ სინამდვილეში ,,ერთი ციცას გულობიზა ვინცხა რუსს ფუშა გამარმალებული ხანჯალი მუცელში და ქე გააგდებია სული. იმიზა გამეიქცა იქედანო”.

-დათა დოხტურო, რაფერ არიან?

-არა უშავთ, ახალგაზრდები არიან და მალე მომჯობინდებიან.

-აუჰ, გაგახარა ღმერთმა!

რამდენიმე კაცმა პირჯვარი გადაიწერა.

-აწი დეიშალეთ,-გაიმეორა ექიმმა.

ხალხი დაიშალა, წავიდ-წამოვიდა სახლებში. ექიმიც ჭიშკრისაკენ დაიძრა. მას კირილე დაედევნა.

-სა მიხვალ?

-სახში.

-აჰ, შე კაცო, ღვინოდუულეველს რავა გაგიშოფ, მოი ელანძე.

-მადლობა, არაა საჭირო.

-მადლობას მერე გადეიხდი.

-ოჯო, აი ამბავი არ უნდა ავღნიშნოთ?-ჩაერთო საუბარში ექიმის ძველი მეზობელი ლავრენტი.

-რაი, შე კაცო?

-რაი და ბიჭეფის გადარჩენა და შენი სახში ჩამოსლა. საუკუნეა აქ არ ყოფილხარ და ასე რაფერ გაგიშობთ!

-არაა ახლა ამის დრო.

-ჩემო დათაე, ამის დრო ყოველთვის არის. მერე შენისანა კაცი რომ ჩამუა აქანე, ამფერი ინტელიგენტი და ნასტავლი, ამაზე უკეთესს რას ინატრებს კაცი.

-დასურ,-კვერი დაუკრა ლავრენტიმ.

-რაის ინტელიგენტი მე ვარ.

-შენ თუ არ ხარ, აბა ვინაა. ინტელიგენტი და უსტავლელი კაძახი რუმ შიადარო ერთმანეთს, მაი იგივეა გალესილი და გუულესავი რუმ შიადარო ერთმანეთს… ა, ჩვენ მაგფერი გუულესავი ვართ. პატარა მოვილხინოთ, თანაც რაცხა ახალს და ჭკუიანურს გევიგებთ შენგან…

კირილემ ხელმკლავი გაუყარა ექიმს და ისინი სხვა რამდენიმე მეზობელთან ერთად ოდაში შევიდნენ.

ეზო დაცარიელდა.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026

თამბაქოზე აქციზის გადასახადი კიდევ გაიზრდება

გიორგი როყვა ერთ საათზე მეტია, გამოკითხვაზეა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

პარლამენტმა „გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

20:09; 3.02.2026
საზოგადოება

საშიშია თუ არა გაზქურით სახლის გათბობა

20:01; 3.02.2026
საზოგადოება

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

18:05; 3.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა

17:57; 3.02.2026
პოლიტიკა

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

17:49; 3.02.2026
პოლიტიკა

რამდენი კოლეჯის და პროგრამის შემოხაზვა შეეძლებათ აბიტურიენტებს წელს უმაღლესი სასწავლებლების გარდა

17:23; 3.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:44; 3.02.2026
ფინანსები

არ გამოგრჩეთ, საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დღეს სრულდება

15:52; 3.02.2026
ფინანსები

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:30; 3.02.2026
სამართალი

სირაძე: „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს, 15 პირს ბრალი წარედგინება – მათ შორის 3 ე.წ. კანონიერი ქურდია

15:20; 3.02.2026
საზოგადოება

რა გაძვირდა იანვარში ყველაზე მეტად

14:44; 3.02.2026
საზოგადოება

არალეგალური სასაკლაოები- სეს-მა ობიექტები დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა

14:20; 3.02.2026
სამართალი

რუსთავის ქალთა ციხეში 70 წლის პატიმარი გარდაიცვალა

13:07; 3.02.2026
საზოგადოება

მობილური ტელეფონების, პლანშეტების გამოყენება, საჯარო სკოლების მსგავსად, კერძო სკოლებშიც აიკრძალება

12:20; 3.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთი ნოტარიუსის გარეშე

12:03; 3.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო