რამდენიმეკვირიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი წყლიდან ამოსვენებულია და ოჯახის წევრებმა უკვე მოახდინეს მისი იდენტიპიცირება.
შსს-ს ინფორმაციითვე, საძიებო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო 450 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი და 15 ნავი.