„ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოდგენილ სიას.
„საარჩევნო სია, მითუმეტეს, ბლოკური, შესაძლოა, ბადებდეს აჯაფსანდალის ასოციაციას, მაგრამ სია, რომელიც სააკაშვილმა წარმოადგინა, ბოდიში მომითხოვია და, ნამთვრალევი კაცის ნაღებინებს უფრო ჰგავს. თანაც შეამჩნევდით, როგორ გამაყრუებლად დუმს ამ ამაზრზენ შემადგენლობაზე ჩვენი პროგრესისტი ინტელექტუალების სახელოვანი კოჰორტა. თან ურცხვად იმეორებენ, “წითელი ინტელიგენცია” სერვილური იყოო, ეს მართლა მიშას “აბსლუგა” და ათშაურიანი “ესკორტის გოგონები”,_ წერს ნაცვლიშვილი.