ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ნანგრევებიდან ამოყვანილი 36 წლის კაცი ბათუმის კლინიკა “მედცენტრში“ მართვით სუნთქვაზე რჩება _ იუწყება “მთავარი არხი”.
როგორც რეანიმატოლოგმა, ჯემალ გელაშვილმა აღნიშნა, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მას მრავლობითი მოტეხილობები აქვს და აღენიშნება ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი.
“პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის რჩება მძიმე, საყურადღებო. ღამის განმავლობაში რჩებოდა მძიმე, თუმცა სიტუაცია კონტროლირებადია ამ ეტაპისთვის. პაციენტს გუშინ ჩაუტარდა მთელი რიგი ლაბორატორიული ანალიზები, სპეციალისტების კონსულტაციები. გამოტანილია დიაგნოზი: სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი. მდგომარეობა არის მძიმე, საყურადღებო. დაგეგმილია კიდევ მთელი რიგი კვლევები. მარცხენა წვივის მოტეხილობა აქვს, ასევე მარჯვენა ზედა კიდურის დაჟეჟილობა“, – თქვა ექიმმა.