“ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის თვითმხილველები ამბობენ, რომ მათი კორპუსის კედელიც ჩამოგრეულ სახლს ესაზღვრება.
ერთ-ერთი თვითმხილველის ამბობს, რომ დანამდვილებით და ოჯახის წევრებზე დაყრდობით შეუძლია თქვას, რომ ნანგრევებში არის 3 ბავშვი და 4 საშუალო ასაკის ზრდასრული. ბავშვები სხვადასხვა ოჯახებიდან არიან, ორი ბავშვი ერთი ოჯახის წევრია, მესამე – სხვა ოჯახის.
ვრცელდება, ასევე, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ ბავშვთან ერთად იმყოფება ძიძა.
ერთი ავტომობილიდან ამოყვანილი ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
წყარო: რადიოთავისუფლება”