პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი გამოვიდა.
“მათივე ენაზე გვიწევს მათთან ლაპარაკი, ქუჩიდან გვიწევს კივილი და წივილი და ჩვენი უფლებების დაცვა. ერთადერთი რაღაც იყო, რაც ოთხი დღის განმავლობაში შეასრულეს _ პროპორციულ არჩევნებზე დაგვთანხმდნენ, მერე გამოიტანეს საკითხი, რომ ვითომ თვითონაც ამაზე ფიქრობდნენ”, _ განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.