მძღოლს, რომელიც მიმდინარე წლის 22 მარტს, აღმაშენებლის ხეივანში დედა-შვილს BMW-ს მარკის ავტომობილით შეეჯახა, თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდნიმე წუთის წინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თორნიკე ტუღუში, მისი ადვოკატის თქმით, თავს დამნაშავედ ცნობს და პროკურორის შუამდგომლობას პატიმრობას ეთანხმება.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებული ნანობს მომხდარს და ურჩევნია თავი არ იმართლოს.
“ნანობს, ურჩევნია არ იბრძოლოს, თავი არ იმართლოს და პატიმრობაში იყოს”, _ განაცხადა ადვოკატმა.