ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის სახე, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი იმ ახალგაზრდებს მიმართავს, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებში მონაწილეობდნენ და მოუწოდებს მათ, ზაზა სალარიძის გვერდით დადგნენ:
“მეგონა, დღეს, რუსთაველზე, შვილმკვდარი მამის აქციაზე იდგებოდნენ ის ფერადი მოზარდები, რამდენიმე დღის წინ იმავე ადგილზე რომ ცეკვავდნენ. მთავარი მხოლოდ ცეკვის არა, სიცოცხლის უფლებაცაა, რომელიც ზაზა სარალიძის 16 წლის შვილს წაართვეს.
ნუ შეშინდებით ჭორებზე _ ასე ჭორაობდნენ ირინა ენუქიძეზე, რომ მიეყიდა მაშინდელ ოპოზიციას, მაგრამ ამბავი როგორც დამთავრდა, ყველამ ვიცით. სამართალი ამჯერადაც შეჭამს პურს და ზაზა სარალიძე გაიმარჯვებს”, _ წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ამ წუთებში, მოზარდების დაპირისპირების დროს მოკლული დათუნა სალარიძის მამა აქციას მართავს.
ზაზა სალარიძე მისი შვილის მკვლელების დასჯას ითხოვს და ამბობს, რომ პროკურატურა რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს.
სალარიძის მხარდასაჭერად რუსთაველზე პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თერმილან მაჩალიკაშვილის მამაც მივიდა.
აქციაზე ასობით ადამიანია შეკრებილი.