შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 1982 წელს დაბადებულმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინკასაციის სამმართველოს ქ. თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორმა დ.კ-მ, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება 1981 წელს დაბადებული მოქალაქე ბ.ჯ-სგან, რომელსაც თავის მხრივ ზემოთ ხსენებული ნარკოტიკული საშუალება, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონოდ გადასცა 1966 წელს დაბადებულმა მოქალაქე დ.კ-მ.
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე სეკუნდა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.





























































