შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურში წარდგენილ პირთა სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს გურიაში შემოწმება 334 ადამიანს ჩაუტარდა. შემოწმებულებიდან 229 დადებითი შედეგის მქონე აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ დადებითი პასუხების მქონე პირების უმეტესობა 22-45 წლამდე ასაკის მამაკაცია.
რაც შეეხება 2020 წლის სტატისტიკას, გურიაში შემოწმება 337 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან დადებითი შედეგი 179-ს ჰქონდა.
2019 წელს კი გურიაში შემოწმდა 480 ადამიანი, დადებითი კი 265 იყო.