შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურში წარგენილ პირთა სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის I კვარტალში, ნარკოლოგიური შემოწმება გურიაში სხვადასხვა ასაკის 22-მა პირმა გაიარა. 22 შემოწმებული ადამიანიდან 1 ქალი, ხოლო 21 მამაკაცი იყო.
შემოწმებული 22 პირიდან დადებითი პასუხი 12-ს აღმოაჩნდა. 12-ვე სხვადასხვა ასაკის მამაკაცია. კერძოდ, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე დადებითი პასუხი ჰქონდა 18-24 წლის 1 მამაკაცს, 24-44 წლამდე ასაკის 8 მამაკახს, ხოლო 45-60 წლამდე ასაკის 3 მამაკაცს.


































































