ნეიროქსელ ExoMiner-ის საშუალებით NASA-მ 301 ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინა.
როგორც NASA-ს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე წერს, ციური სხეულები ტელესკოპმა „კეპლერმა“ აღმოაჩნია, თუმცა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გარეშე. 1990-ინ წლების შემდეგ აღმოჩენილ 4569 პლანეტას 301 პლანეტა დაემატა, ახლა სულ დადასტურებული 4870 პლანეტაა, რომლებიც ბრუნავს მრავალი შორეული ვარსკვლავის გარშემო.
NASA-ს წინასწარი ინფორმაციით, ახალი ეგზოპლანეტები განსხვავდებიან დედამიწისგან, ვინაიდან ისინი საკუთარი ვარსკვლავების დასახლებულობის ზონის მიღმა მდებარეობენ.
ExoMiner-ი მეცნიერებს ეგზოპლანეტის სხვა ობიექტებისგან გარჩევაში ეხმარება. ნეიროქსელი NASA-ს სუპერკომპიუტერის Pleiades-ის ბაზაზე მუშაობს.
[sexy_author_bio]