ვაშინგტონში 70-ე საერთაშორისო ასტრონავიული კონგრესი ჩატარდა.
ნასა არტემისის პროგრამით მთვარეზე ქალისა და მამაკაცის გაგზავნას გეგმავს. ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით კი მთვარის ზედაპირს უფრო მეტად შეისწავლიან, ვიდრე აქამდე.
ნასას ინფორმაციით, მთვარეზე ჯერ ქალი და შემდეგ კაცი 2024 წელს დაეშვებიან.
როგორც ნასაში ამბობენ, კომერციულ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრობლობით მთვარეზე 2028 წლისთვის მდგრადი კვლევები ჩატარდება.
მთვარის და მისი შემოგარენის შესწავლის შედეგად კი ნასა მორიგ გიგანტურ ნახტომს განახორციელებს და მარსზე ასტრონავტებს გაგზავნის.