“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ამ წუთებში, ქობულეთის შემოვლით გზაზე ნატანების გადასახვევთან გზა გადაკეტილია.
“ავტობანი ნატანების გადასახვევთან გადაკეტილია. ბათუმში მიმავალ და ბათუმიდან მომავალ მანქანებს უშვებენ ქობულეთის და შეკვეთლილის გავლით“,_ გვწერს წყარო.
დეტალებს “გურია ნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.






























































