ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში 65 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. შემთხვევას “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელი ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულში ვალერიან ვაჩეიშვილი უდასტურებს.
როგორც ცნობილია, ქალი სახლში 85 წლის დედას უვლიდა.
დიდთოვლობის გამო, მეზობლები გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ახლა უმწეო მოხუცი მიცვალებულთან მარტოა, მისვლას ვერ ახერხებენ.