ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ერთ-ერთი ოჯახის კუთვნილი სახლი სრულად დაიწვა. შემთხვევა 3 იანვარს მოხდა.
როგორც “გურია ნიუსს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.
მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მერია პაპავების ოჯახს დაეხმარება.