უწყებათშორისმა საბჭომ დღეს ხალხმრავალი ღონისძიებების აკრძალვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიღება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ლეიბორისტების ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„აჰა მთავრობამ აკრძალა ხალხმრავალი ღონისძიებები. რა თქმა უნდა საპროტესტო აქციებიც შედის აქ. გეუბნებოდით ვირუსი ივანიშვილს ტუზივით ეცემა-მეთქი. ამაზე ბიძინოიდები ქირქილებდნენ ან ტრადიციულად იგინებოდნენ. მაგრამ,ფაქტი სახეზეა, სანამ არ შემოიტანეს დაავადება, საზღვარი, იგივე ირანთან ცოცხალი თავით არ დაკეტეს. ამიტომ შეფასდება, ეს მათი მოცილების შემდეგ, განზრახ სასიკვდილო ინფექციის გავრცელებაში ხელისშეწყობად და ივანიშვილის თამადობით აგებენ პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით“,_ წერს ნათელაშვილი.