დღეს ოზურგეთელ ამომრჩეველს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი შეხვდა. მანვე მოსახლეობას წარუდგინა დეპუტატობის კანდიდატი დავით მამალაძე.
მისი განცხადებით, გურია ინტელექტით გამორჩეული კუთხეა. ექვთიმე თაყაიშვილის მშობლიური კუთხიდან კი საქართველოს ექვთიმეობას უსურვებს და ოლიგარქიის მმართველობის დასრულებასკენ მოუწოდა ხალხს.
“ექვთიმე თაყაიშვილმა ქვეყნის საგანძური გულით, ხელით ატარა და უკან დაგვიბრუნა. ახლა წარმოიდგინეთ ივანიშვილისთვის რომ ჩაგვებარებინა საგანძური, რა დაგვიბრუნდება უკან?! გადაირციხებოდა პანამის ბანკში ეგრევე”, _ თქვა შალვა ნათელაშვილმა.