,,ის ფაქტი, რომ ქვეყნის მმართველი ოლიგარქი უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო სტაბილურობისთვის, კიდევ ერთხელ დადასტურდა იარაღის გატანაზე ატეხილი სკანდალით, ამ წუთას მიმდინარე სომხეთ-აზერბაიჯანის ომში“,_ ამის შესახებ განცხადება ლეიბორიტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანულმა მედიამ haqqin.az-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია, რომ სომხეთს აზერბაიჯანზე თავდასხმისთვის იარაღი რუსეთმა და სერბეთმა საქართველოს ტერიტორიის გავლით მიაწოდეს.
საქართველოს საგარეო უწყებამ, აღნიშნულ სტატიას პროვოკაციული უწოდა.




































































