“მსოფლიომ უნდა გვაღიაროს გენოციდის ქვეშ მყოფ ერად. ეს არის ჩვენი გადარჩენა“, _ აღნიშნული განცხადებით “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საბჭოთა ოკუპაციის დღეს გამოეხმაურა.
“21 წელს რუსეთის და თურქეთის ოკუპაციის შედეგად დავკარგეთ საქართველოს ტერიტორიათა მესამედი და რაც მთავარია, თითქმის საუკუნე დავკარგეთ დამოუკიდებლობა. დღევანდელი ოკუპაციაც აი, იმ 25 თებერვლის გაგრძელებაა და მეტი არაფერი“, _ განაცხადა ნათელაშვილმა.
მან ასევე სპეციალური კომიტეტის შექნის შესახებ განაცხადა, რომლის მიზანიც მსოფლიოს ყურამდე ქართველთა მიმართ გენოციდის მრავალ ათასწლოვანი პრეცედენტის მიტანა და იმის მიღწევა იქება, რაც ებრაელმა და სომეხმა ერებმა შეძლეს.