ყველაფერს რომ გადაურჩეს კობახიძე, ვერ გადაურჩება ისტორიის განაჩენს, დანაშაულისთვის, რომელსაც ის და მისი გუნდის წარმომადგნლები ჩადიან საქართველოს ევროპული მომავლის წინაშე ,- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“დღეს ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი წყდება და პარტიებს შორის კინკლაობა ნაკლებად გვაინტერესებს. 20 ივნისის აქციას რაც შეეხება, ევროპის გზა ვერ გაივლის იმ დღის სიმბოლირებაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის, გულწრფელი პროტესტის დღეც არის და პარლამენტზე შტურმის დღეც. ამიტომ ამაში მონაწილეობას არ ვიღებთ. რაც მეტი დრო გადის, სულ უფრო რწმუნდები, რომ გარკვეული პოლიტიკური პარტიები და პირველ რიგში “ნაციონალური მოძრაობა” ამას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. კარგი იქნებოდა, თარიღად არ შერჩეულიყო 20 ივნისი. არჩეულიყო ერთი, ნეიტრალური თარიღი, სადაც საქართველოს მოქალაქეების კონსოლიდირებული პოზიცია იქნებოდა დაფიქსიებული და დაკვნამდე რამდენიმე საათით ადრე არ ვიქნებოდით იმის მსჯელობაში რომელი თარიღი სჯობს”,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
რაც შეეხება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომიის დღეს მოსალოდნელ დასკვნას, მეზვრიშვილი ამბობს, რომ საქართველო ამისთვის ტექნიკურად მზადაა.
“მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ის ვითარებაა, რაც გვაქვს, ტექნიკურად საქართველო ამისთვის [კანდიდატის სტატუსისთვის] მზადაა და ამის არაერთი არგუმენტი მოგვყავს ხოლმე. ვისურვებდი, გადაწყვეტილება იყოს პოზიტიური იმიტომ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ მცირეა იმის ალბათობა, რომ 24 ივნისს რაიმე შეიცვალოს. ამიტომ დღევანდელი გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია”,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა პრეზიდენტის მიმართ ირაკლი კობახიძის კრიტიკაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი “დანაშაულებრივ ქმედებებს ჩადის”. ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ დანაშაულებრივი ქმედება სწორედ ირაკლი კობახიძისა და მისი გუნდის ქმედებებია.
“ყველაფერს რომ გადაურჩეს კობახიძე, ვერ გადაურჩება ისტორიის განაჩენს, დანაშაულისთვის, რომელსაც ის და მისი გუნდის წარმომადგნლები ჩადიან საქართველოს ევროპული მომავლის წინაშე – მზად არიან, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას მომავალი თაობების ევროპული მომავალი გადააყოლონ. ესაა დანაშაული და კობახიძეს ერჩივნა პრეზიდენტის მნიშვნელოვან, სწორ გზავნილებსა და ბრალდებებზე ესაუბრა – როგორ გააფუჭეს საქმე, ურთიერთობები, მეგობარი რომ არ დაგვიტოვეს. ურჩევნია, მთავრობა კონცენტრირდეს იმაზე, ევროპელ პარტნიორებთან რეპუტაცია როგორ აღადგინოს, იქნებ რაღაცამ მაინც გადაგვარჩინოს და ნაცვლად იმისა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ლოკოკინების ქარხნებს ხსნიდეს”,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.