ნათია შავაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მთისპირის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. ის ბახვი ჰესის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გარემოსდაცვისა და განახლებადი ენერგიის შესახებ არსებული ტრენინგ კურსის ერთ-ერთი ბენეფიციარია. როგორც თავად ამბობს, სწორედ აღნიშნული სალექციო კურსის გავლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მომავალი პროფესია ენერგეტიკას უნდა დაუკავშიროს.
ბახვი ჰესის ახალი პროექტის, „ჩვენი გმირები“-ს ფარგლებში გადაღებულ ვიდეო რგოლში ნათია შავაძე განახლებადი ენერგიასა და ამ მიმართულებით ახალგაზრდების ინფორმირების მნიშვნელობაზე საუბრობს. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved