ცნობილი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც “გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ.
“როგორც ჩემი უსაყვარლესი ადამიანი და სუპერ-ფსიქიატრი ვაჟა კენჭაძე ადასტურებს, სიყვარული აძლიერებს იმუნიტეტს, ხოდა, გულისხმაჰყავით ფრენდნო, ობიექტის ამორჩევის და აჩემების საუკეთესო დროა. ქვეყანა უნდა გადაიქცეს შეყვარებულების ქვეყნად. ცალმხრივი-ორმხრივის განხილვის და დაწვრილმანების დრო არ გვაქვს. ობიექტი მხოლოდ ინსტრუმენტია, თქვენ უნდა გადაიქცეთ შეყვარებულებად და მოიქცეთ შეყვარებულებივით და კორონა იტყვის, ეს უჩემოდაც ავად ყოფილაო და გაგშორდებათ“, _ წერს ნათია ფანჯიკიძე.