ნატო ბელარუსის საზღვართან სამხედრო წვრთნას ატარებს.
როგორც ცნობილია, წვთნებში 2000 სამხედრო მონაწილეობს ალიანსის წევრი ქვეყნებიდან.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნების მსვლელობისას სამხედროებმა გადალახეს მდინარეები და წყალსაცავები, მოიგერიეს ჩვეულებრივი მტრის თავდასხმები და ასევე ჩაატარეს კონტრშეტევა.
წვრთნებში ასევე ჩართული იყო ათასი ერთეული საბრძოლო ტექნიკა და ლოგისტიკური მხარდაჭერა.