ტელეკომპანია ”იბერიას” დამფუძნებელი, ნატო ჩხეიძე ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტთა“ ალიანსს ტოვებს. ამის შესახებ განცხადება მან „არჩევანის” ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, კონკრეტულ დეტალებს და კომენტარს სესიაზე გააკეთებს. მან ასევე აღნიშნა, რომ საკმაოდ ბევრმა ადამიანმა გამოხატა მხარდაჭერა „იბერიას“ მიმართ.
„ფრაქციის დატოვებას ვაპირებ, ამას გავაჟღერებ სესიაზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტში აუცილებლად მოინახება ერთი დეპუტატი მაინც, რომ ფრაქცია არ დაიშალოს და გააგრძელონ ჩვეული მოღვაწეობა, თუ მუშაობა საქართველოს პარლამენტში და მე ალბათ დავრჩები დამოუკიდებელი დეპუტატი,“ – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.