როგორც “გურია ნიუსის” კორესპონდენტს ნატო გოგელიას პოლიციის გამომძიებელმა ცქვიტინიძემ სატელეფონო საუბრისას შეატყობინა, ის პოლიციაში იმის გამო არის დაბარებული, რომ ამ დილით პატრული გამოიძახა და დახმარება თხოვა:
_ ერთი საათის განმავლობაში სამჯერ დავრეკე ჩოხატაურის პოლიციაში და ვითხოვე პატრულის დახმარება, რათა დაცვის პოლიცია მიზღუდავდა ჩემს კანონიერ უფლებას და არ მიშვებდა გამგეობის შენობაში.
პარალელურად დავურეკ შსს-ს პრესსამსახურის უფროსს ზურაბ გვენეტაძეს და გურიის პოლიციის სამმართველოს უფროსს დავით ცირეკიძეს, რომელსაც ანალოგიური თხოვნით მივმართე.
ამ დროის განმავლობაში გამგეობასთან მდგარ საპატრულო პოლიციის ავტომანქანასთან მივედი, თუმცა, მისვლისთანავე მანქანა წავიდა, _ ამბობს ნატო გოგელია.
რამდენიმე წუთში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატებთან ერთად გოგელია პოლიციაში გამოცხადება.