NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის, 8 მილიარდი აშშ დოლარი უკვე გამოყო.
ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე იენს სტოპტემბერგმა აღნიშნა, რომ ნატო და ევროკავშირი ერთად დგანან უკრაინის სოლიდარობის ნიშნად. ის მიესალმა ევროკავშირის ძლიერ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის მიმართ.
“ნატოს მოკავშირეებმა ასევე გააძლიერეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ნატო-ს მოკავშირეებმა დღემდე პირობა დადეს უზრუნველყონ უკრაინისთვის მინიმუმ 8 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო დახმარება. ჩვენ ვხედავთ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას”, – თქვა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას.
ავტორი