ნატოს სამხედროებზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, მაუწყებლობა CBS NEWS-თან სატელეფონო საუბრისას სამხრეთ ავღანეთში „თალიბანის“ სპიკერმა ქარი იუსუფ აჰმადიმ აიღო.
მისი თქმით, ფურგონი, რომელშიც თვითმკვლელი პიროვნება იჯდა, ამერიკის შეერთებული შტატების ძალებთან აფეთქდა და მსხვერპლი გამოიწვია.
მისივე თქმით, აფეთქების შედეგად დაშავებულებიც არიან.
როგორც ცნობილია, „თალიბანი“ მის მიერ განხორციელებული თავდასხმების ფაქტებს ხშირად გაზვიადებულად აღწერს.
როგორც ცნობილია, ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს 13 500 ჯარისკაცი იმყოფება, თუმცა პრეზიდენტი ტრამპი „თალიბანთან“ ბრძოლის მიზნით დამატებით 4000- მდე სამხედროს გაგზავნას გეგმავს.
ამავე თემაზე: