ნატო-ს ლიდერების განცხადებებს რუსეთის პრეზიდენტი ბირთვული დარტყმის მუქარით პასუხობს.
“ნატოს წამყვანი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები აკეთებენ აგრესიულ განცხადებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ამიტომ ვუბრძანებ თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს, გადაიყვანონ რუსული არმიის შემაკავებელი ძალები სპეციალური საბრძოლო მორიგეობის რეჟიმზე“, – განაცხადა პუტინმა.
სტრატეგიული შეკავების ძალები, როგორც ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე, მიზნად ისახავს აგრესიის შეკავებას რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, აგრეთვე აგრესორის დამარცხებას ომში სხვადასხვა იარაღის გამოყენებით, ბირთვული ჩათვლით“.