“ნატო შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით”,_ ამის შესახებ X-ზე NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ დაწერა “გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით.
“საქართველოსთვის, როგორც ნატოს ასპირანტისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ეს პროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და არ აგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას”,_ წერს კოლომინა.
#NATO is concerned about the draft law passed in first reading in Tbilisi. Key for #Georgia, as NATO aspirant, to have the right framework to ensure media freedom and civil society participation. This draft is a step backwards & does not further 🇬🇪 Euro Atlantic integration
— Javier Colomina (@JavierColominaP) April 19, 2024