უკრაინის განცხადება NATO-ში გაწევრიანებაზე აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის მოულოდნელი იყო. ამის შესახებ გამოცემა POLITICO ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
უკრაინის ალიანსში გაწევრიანება დიდი ხნის განმავლობაში მწვავე განხილვის საგანი იყო ვაშინგტონში ქარტიის მე-5 მუხლის გამო, რომელიც შეერთებულ შტატებს ავალდებულებს სამხედრო ძალით დაიცვას ნებისმიერი წევრი ქვეყანა, რომელსაც თავს ესხმიან.
POLITICO-ს თქმით, დასავლეთს აშინებს, რომ ალიანსში უკრაინის დაუყოვნებლივ გაწევრიანება აშშ-ს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართავს.
ცნობისთვის, გუშინ, 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის განაცხადს აკეთებს.