ნატო-უკრაინის კომისიამ განიხილა უსაფრთხოების მდგომარეობა უკრაინაში და მის გარშემო.
მოკავშირეებმა დაადასტურეს ნატოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მათ გამოთქვეს შეშფოთება უკრაინის და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის, აგრეთვე აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევების გამო, რომელსაც მხარს უჭერს რუსული სამხედროები.
შეხვედრის თავმჯდომარემ, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა შეწყვიტოს პროვოკაციები და სიტუაციის გაუარესება.
გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ნატოს მოკავშირეები არ აღიარებენ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო, არალეგიტიმურ ანექსიას და გმობენ სამხედრო ძალის ზრდას ნახევარკუნძულზე.
ნატო რუსეთს მოუწოდებს დაიცვას მინსკის შეთანხმებები და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინის ტერიტორიიდან. მოკავშირეები ასევე მოუწოდებენ რუსეთს, რომ კონსტრუქციულად ჩაერთოს ეუთოში თავისი სამხედრო მოქმედებების შესახებ. მათ უკრაინა შეაქეს რუსეთის პროვოკაციების წინაშე გამოვლენილი თავშეკავების გამო.
ნატო განაგრძობს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ფართო რეფორმებს, რაც უკრაინას უფრო მდგრადს ხდის და ხელს უწყობს მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს”, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
”ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას უკრაინასა და საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში და ვმუშაობთ, რომ უკრაინის სტატუსი სრულად გამოვიყენოთ, როგორც გაძლიერებული შესაძლებლობის პარტნიორის,” – დასძინა მან.

































































