ნატოს მოკავშირეები უკრაინის გაწევრიანებაზე შეთანხმდნენ, _ განაცხადა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენ სტოლტენბერგმა.
“ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ მოსკოვს არ აქვს ვეტო ნატოს გაფართოების წინააღმდეგ”, – დასძინა სტოლტენბერგმა ოსლოში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის წინ.
იმავდროულად, სტოლტენბერგმა თქვა, რომ ის ეწვევა თურქეთის დედაქალაქ ანკარას “უახლოეს მომავალში”, რათა ხელი შეუწყოს შვედეთის წევრობის სურვილს.
თურქეთი და უნგრეთი ნატოს ერთადერთი ქვეყნებია, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ რატიფიცირებული შვედეთის წევრობის განაცხადი.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთს ტერორისტების თავშესაფარი უწოდა.
მაგრამ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა განაცხადა, რომ სტოკჰოლმმა შეასრულა “ყველა ვალდებულება” ალიანსში შესვლისთვის.