ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანს, ხავიერ სოლანას, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სოლანა, ამჟამად მადრიდის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაიყვანილი, მაგრამ ის თავს კარგად გრძნობს.
როგორც გამოცემა წერს 77 წლის ხავიერ სოლანა ორშაბათს ესწრებოდა შეხვდრას, სადაც ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა.
ცნობისთვის ხავიერ სოლანა 1995-1999 წლებში ნატოს გენერალური მდივანი იყო, ხოლო 1999-2009 წლებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა საქმეებში.