კიევში მიმდინარე კონფერენციაზე „დემოკრატია მოქმედებაში“ სიტყვით გამოსვლისას, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანემ განაცხადა, რომ ნატოს სამიტის დეკლარაციაში უკრაინისა და საქართველოს მიმართ ღია კარის პოლიტიკა დადასტურდება.
„ღია კარის პოლიტიკა უცვლელია. სამიტზე ჩვენი ლიდერები უკრაინისა და საქართველოს მიმართ ამ პოლიტიკას დაადასტურებენ“ – განაცხადა მირჩ ჯოანმა.
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, სიტყვით გამოსვლისას, უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა: ,,ნატო ორგანიზაციაა, რომელიც კონსენსუსს ეფუძნება. დღეს ამ საკითხზე კონსენსუსი არ არის.“