„ნატოს სამიტის შედეგები კარგია, მაგრამ თუ მოწვევა იქნებოდა, იდეალური იქნებოდა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ნატოს ქვეყნების ლიდერებმა ვილნიუსში გამართულ სამიტზე განაცხადეს, რომ უკრაინა მომავალში გახდება ალიანსის წევრი და ამავდროულად მას აღარ დასჭირდება გრძელვადიანი ე.წ. კანდიდატის „სამოქმედო გეგმა“ – მაგრამ მათ არ დაასახელეს პირობები და ოფიციალურად არ მიიწვიეს უკრაინა
„არავის არ უნდა მსოფლიო ომი და ჩვენ ასევე შეგვიძლია გავიგოთ, რომ ჩვენ ცივილიზებული ხალხი ვართ, ცხადია, რომ ომი მიმდინარეობს, ნატოს წევრი ვერ გავხდებით“, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ლიტვის დედაქალაქში გამართული აქციის მორიგ მნიშვნელოვან შედეგს ელის.
„დღეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიგნალი. თუ დღეს G7 შეთანხმდება უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაციაზე, ის იტყვის, რომ გარანტიები დარჩება სანამ ჩვენ ნატოსკენ მიმავალ გზაზე ვართ… ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც მანამდე ბრიტანეთის მთავრობამ და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადეს, ოთხშაბათს, ნატოს სამიტის ფარგლებში, G7 ქვეყნები ხელს მოაწერენ დეკლარაციას -გეგმას უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ უახლოესი წლების განმავლობაში.
ავტორი