თურქეთი ნატოს დაგეგმილ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობას არ მიიღებს საბერძნეთის პროვოკაციების გამო,_ ამის შესახებ ინფორმაციას anadolu სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, თურქეთმა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მასპინძელ ქვეყანას უკვე აცნობა.
როგორც ცნობილია, წვრთნები საბერძნეთში 9-22 მაისს უნდა ჩატარდეს.
“Tiger Meet“ არის ნატოს ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს სოლიდარობის ხელშეწყობას მოკავშირეთა საჰაერო ძალებს შორის და იმართება ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში.