ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ლიზ თრასს შორის გაეროს გენერალურ ოფისში შეხვედრა გაიმართა.
განხილვის მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარე ომი იყო. დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ლიდერებმა კვლავ ხაზი გაუსვეს უკრაინისთვის დახმარების შენარჩუნების მნიშვნელობას.
მათ მკაცრად დაგმეს რუსეთის ქმედებები უკრაინაში და შეთანხმდნენ, რომ პუტინის ბოლო მოწოდებები მოსახლეობის ნაწილის მობილიზების შესახებ იყო ნიშანი იმისა, რომ რუსეთის შეჭრა წარუმატებელია. ეს არის სისუსტის განცხადება.
ლიზ თრასის და ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გადაწყვეტილება არის სისუსტის დამადასტურებელი და მიანიშნებს, რომ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე მარცხს განიცდის.
მათ ასევე განიხილეს გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირის ურთიერთობები, მათ შორის ენერგეტიკა, სასურსათო უსაფრთხოება და ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი.
21 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
ავტორი