,,ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის მსხვილ დამფინანსებელეთა შორის მმართველი პარტიის დეპუტატებიც არიან, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნოდ საკმაოდ სოლიდური თანხით დააჯილდოვეს.
აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ზურაბიშვილის შემომწირველთა სიაში ირიცხება ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდში 60 ათასი ლარი დაგარიცხა.
კიდევ ერთი დეპუტატი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მსხვილი შემომწირველია, გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძეა, რომელმაც 10 ოქტომბერს მმართველი პარტიის რჩეულ კანდიდატს 50 ათასი ლარი გადაურიცხა.
დეპუტატები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს მსხვილი შემწირველები არიან, თავის დროზე, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებელთა რიგებშიც ირიცხებოდნენ.
“გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ 10 000 ლარით დააფინანსა, ხოლო იოსებ მაკრახიძემ, ამავე (2012 წელს) წელს „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოწირულობის სახით 25 000 ლარი გადაურიცხა.