ამ წუთებში, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, მერიის თანამშრომლებისთვის გაცემული დანამატების საკითხს განიხილავენ. დეპუტატები დაინტერესდნენ, ვინ და რატომ მიიღო დანამატი მაშინ, როცა საკრებულოს დადგენილებით, წლის ბოლომდე ეს არ შეიძლებოდა.
საფინანსო სამსახურის უფროსის გია მამაკაიშვილის თქმით, მას არ სურს და არ დაასახელებს იმ პირების ვინაობა, რომლებმაც დანამატები მიიღეს
_ დანამატები აიღეს? ყოჩაღ ამათ. ისე, ლარი ისეა გაუფასურებული, ყველას რომ მოგვიმატონ ხელფასები, არ იქნება ცუდი. 400 ლარი თუ შემქონდა ბანკში, ახლა 700 შემაქვს, _ აღნიშნა “ნაციონალების” დეპუტატმა შალვა თავდიშვილმა
_ ძალიან საინტერესო და გასათვალისწინებელი ინიციატივაა, _ ოპოზიციონერი დეპუტატის ინიციატივა მოეწონა ოზურგეთის ვიცე-მერს ალექსანდრე სურგულაძეს.