„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს, 17:00 საათზე, აქციას რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს, – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აქციები გაგრძელდება, ვიდრე შედეგი არ იქნება მიღწეული.
„ჩვენ ყოველდღიურად უნდა გავაგრძელოთ არაძალადობრივი, წინააღმდეგობრივი პროტესტი და ვარყიოთ რეჟიმი, ვიდრე არ ჩამოინგრევა“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.