„ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს შეკრების მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის საკითხს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, _ ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს და, რომლებთან ერთად ვერასდროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას“, – დაწერა გრიგოლ ვაშაძემ.