_ შევქმნათ საკრებულოში კომისია, რომელიც აღწერს ოზურგეთში თხილისგან მიყენებულ ზარალს და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოსახლეობას კომპენსაციები მივცეთ, _ ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ბესო ქათამაძემ ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა
მისივე თქმით, გურია შიმშილის ზღვარზეა, რადგან თხილის მოსავალი პრაქტიკულად არ არსებობს:
_ 270 სიმსივნით დაავადებული ცხოვრობს ოზურგეთში და ისინი წამლის ყიდვასაც ვერ ახერხებენ. შიმშილის ზღვარზეა მთელი რეგიონი და რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, _ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს ბესო ქათამაძემ და ასკანის მოსახლეობის სტუმრობაც შეახსენა, რომლებიც კომპენსაციას ითხოვენ.
დავით დარჩიას თქმით, ამის შესახებ ყველა საქმის კურსშია და ხელისუფლება საკითხზე მუშაობს.