დღეს, დილიდან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიშალა. საკრებულოს შენობაში რჩება საკრებულოს 3 დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან”, რომლებმაც ცოტა ხნის წინ შიმშილობა დაიწყეს.